თუშების სათემო საბჭოში რეგისტრაცია დაწყებულია

დაუდექი თემს გვერდში. 1 ივილისდან დაიწყო თუშების თემში რეგისტრაცია. თემის წევრები პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ სათემო მოსაკრებლის სახით საბჭოს ანგარიშზე ყოველთვიურად შევიტანოთ მინიმალური თანხა 3 ლარის ოდენობით. მობილიზებული თანხები სრულად მოხმარდება ზ. ალვანის, ტბათანის და წოვათის განვითარებას. 
 
სს "ოპპა" - სთან (Pay Box - ების კომპანია) დაახლოებით 6-8 თვის მოლაპარაკებების შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ თემის წევრებს მოსაკრებლის შეტანა Pay Box - ის ჩასარიცხი აპარატებიდან შეუძლიათ. ასევე თემში რეგისტრაციის შემდეგ, ყველა წევრს საიტზე ექნება თავისი პირადი სივრცე, სადაც შეძლებს ნახოს მოსაკრებლის შეტანის/ტრანზაქციების საკუთარი ისტორია.

Pay Box - ის აპარატიდან მოსაკრებლის შეტანისთვის საჭიროა მთავარ მენიუში დააჭიროთ ღილაკს "სხვადასხვა", შემდეგ დააჭიროთ ღილაკს "ქველმოქმედება", ხოლო შემდეგ გადახვიდეთ მეორე გვერდზე, სადაც დაინახავთ თუშების სათემო საბჭოს ემბლემას და მიჰყვებით ინსტრუქციას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოსაკრებლის და/ან ქველმოქმედების გაკეთებისთვის აუცილებელია რეგისტრაცია.

რეგისტრაციისთვის გადადით ამ ბმულზე  

 
მთავარი > სხვადასხვა > ქველმოქმედება > თუშების სათემო საბჭო