"მეტი ვარ საღირიშვილი, ნუ მიცქერთ ტალავარზედა..."
ბახტრიონის აჯანყების მთავარი გმირის - "მეტი" საღირიშვილის ძეგლი ალვანის ცენტრს დაამშვენებს. შესაფერისი ქვა უკვე შერჩეული, შეძენილი და ტრანსპორტირებულია.
მასზე მუშაობა მალე დაიწყება და 8-10 თვეში დასრულდება. აღნიშნულ პროექტს, რომელიც $ 10 000 ჯდება, აფინანსებს ორი თუშური ოჯახი. (მათი თხოვნაა არ დავასახელოთ) უღრმესი მადლობა, გახარება და გამრავლება, ამ ღირსეულ თუშურ ოჯახებს!
"ბახტრიონს სხედან თათრები, სიტყვას ამბობენ ძნელსაო; ახმეტას გავჭრით ვენახსა, შიგ დავასახლებთ ელსაო;
შეიტყეს თუშის შვილებმა, მაღლ შემოირტყმენ ხმლებსაო. ჯერ შუაღამე არ ქმნილა, ნაქერალს გროვდებიანო.
შველაო, შველაიძეო, პანკისს გასტეხე წყალიო; უკუღმ დავჭედოთ ცხენები, დავამალვინოთ კვალნიო.
საგათენებოთ დავეცნეთ ბახტრიონს გალავანზედა; გარეთ გამოდი, სულთანო, თუშნი გისხედან კარზედა, თუ ნებით შენ არ გამოხვალ, გამოგიყვანენ ძალზედა.
მეტი ვარ საღირიშვილი, ნუ მიმზერთ ტალავარზედა, გადავალ, გადავფრინდები ბახტრიონს გალავანზედა, შვიდი არ მოვკლა ხმალ და ხმალ, გამცვალეთ თათრის ქალზედა!
გოხ-გავლებული ფრანგული კაბას რა კარგად ჭრისაო! ჯიშით ჯობიხარ, ფრანგულო, მჭრელი ხარ, დავითფერულო!
ალთეს და ბალთეს თათრები, წითლად ჩადიოდ წყალიო; ალვანში ციხეს აგებენ ხოჯა თათრისა ძვლისაო, ლიბოდ უგდებენ გალოსა ნაწვრეტის ფრანგულისაო.
დაგაგდებინეს ალვანი, თუშთ არის საკუთარიო, ვინც ალვანს უარესობდეს ცოლმა შემოხსნას ხმალიო!"


